Advanced Nutrients B-52
From: 105.00₾
B52 საბაზისო სასუქების შემდგომ, ყველაზე მნიშვნელოვანი და სასარგებლო დანამატია.
ის შეიცავს ვიტამინებს:
ვიტამინი B1 (თიამინი) – ეხმარება მცენარეს ნახშირწყლების გამომუშავება-გამოყენებაში, ნახშირწყლები საჭიროა რომ მცენარეს ჰქონდეს საკმარისი ენერგია ზრდა-განვითარებისთვის, ყვავილედების შექმნასა და ჩამოყალიბებისთვის.
B1 ასევე ხელს უწყობს ფესვთა სისტემის განვითარებას, რაც ჯანმრთელი და ძლიერი, სტრესგამძლე მცენარის მთავარი მიზეზია.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) – ზრდის მცენარის იმუნიტეტს, მცენარის წინააღმდეგობას სტრესის მიმართ, რაც ბევრად ამტანსა და გამძლეს ხდის.
ვიტამინი B3 (ნიაცინი) – მცენარის სასიცოცხლო ფუნქციებისთვის, როგორიცაა მეტაბოლიზმი, აუცილებელი ვიტამინია. სწორედ B3-ის ნაკლებობის ბრალია უმეტეს შემთხვევაში მცენარეების ზრდის შეჩერება, დაბალი ან სუსტი მოსავალი.
ვიტამინი B5 – აწესრიგებს ფუნდამენტურ უჯრედულ პროცესებს.
ვიტამინი B7 (ბიოტინი) – მცენარეს ეხმარება ნახშირწყლების გამომუშავებაში, ამინომჟავების სინთეზში.
ამ ვიტამინების გარდა, B-52 შეიცავს წყალმცენარეების ექსტრაქტს და სხვა საკვებ წყაროებს, ეს ნივთიერებებიც, სწორედ სტრესსაწინააღმდეგო საშუალებაა. სასუქი B-52 იდეალური ნაზავია, თუ გსურთ, რომ უძლიერესი მცენარე გაზარდოთ!
გამოყენება და დოზირებები:
გამოიყენება ნებისმიერ სუბსტრატში: ჰიდროფონიკა, ნიადაგი, ქოქოსის სუბსტრატი.
დოზირება 1 მლ/ 1 ლიტრზე მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, ყვავილობის მე-3 კვირიდან მე-6 კვირამდე.
მილილიტრაჟი | 50მლ., 100მლ, 250 მლ |
---|